Azerbaijan Airlines ასევე ცნობილი, როგორც Azal არის აზერბაიჯანული ეროვნული და ქვეყნის უდიდესი ავიაკომპანია. იგი დაარსდა 1992 წლის 7 აპრილს, როგორც პირველი ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა. სათაო ოფისი მდებარეობს ბაქო -ში, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში.
Azal ერთ-ერთი წამყვანი საავიაციო კომპანია დსთ-ს ქვეყნებში. მგზავრთა მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების და ყველაზე თანამედროვე საჰაერო ფლოტის წყალობით, ის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში. რასაც ადასტურებს Skytrax -ის მიერ აღიარებული რეიტინგში მაღალი პოზიციები.
აღსანიშნავია, რომ Azal Airlines არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი.
მიმართულებები:
აზერბაიჯანის ავიახაზები ყოველთვის მუშაობს მარშრუტების ქსელის გაფართოებაზე – მრავალი რეგულარული მარშრუტის გარდა, გადამზიდავი ხშირად ამატებს ახალ სეზონურ და ჩარტერულ მარშრუტებს.
ბაქოში დაფუძნებული გადამზიდავი ოპერირებს აზიის, დსთ-ს, ევროპისა და აშშ-ის უამრავი ქალაქის მიმართულებით, მათ შორის: თბილისი , პარიზი, ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი, ვენა, რომი, რიგა, ანკარა, ანტალია, აქტაუ, ბიშკეკი, ბოდრუმი, დოჰა, დუბაი, ფრანკფურტი, განჯა, თეირანი, თელ-ავივი, მინსკი და მრავალი სხვა.
თბილისი ბაქო
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 ნოემბერი 2024 | 30 ნოემბერი 2024 | ბილეთები 327 - დან | |
12 დეკემბერი 2024 | 13 დეკემბერი 2024 | ბილეთები 279 - დან | |
20 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | ბილეთები 337 - დან | |
6 თებერვალი 2025 | 9 თებერვალი 2025 | ბილეთები 307 - დან |
Azal Airlines ფლოტი
ავიაკომაპანიის ფლოტი შედგება Airbus და Boeing ტიპის საჰაერო ხომალდებისგან: Airbus A320-200, Airbus A319-100, Airbus A340-500, Airbus A320neo, Boeing 767-300ER, Boeing 757-200, Boeing 787-8 Dreamliner.
სალონის კლასები:
- Economy Class
- Premium Economy
- Business Class
- First Class
ინფორმაცია ბარგის შესახებ:
ხელბარგი
ავიაკომპანიის ფრენებზე თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან ჰქონდეს უფასო ხელბარგი, რომლის ოდენობა განსხვავდება ავიაბილეთის კლასის მიხედვით. თუმცა, თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს და 118 სმ (55x40x23) -ს.
- Economy Class მგზავრებისთვის დასაშვებია – 1 ცალი.
- Premium Economy მგზავრებისთვის – 2 ერთეული ხელბარგი.
- Business Class მგზავრებისთვის – 2 ცალი.
ჩასაბარებელი ბარგი
- Economy Class – 1 ცალი, არაუმეტეს 32 კგ-სა.
- Premium Economy – 2 ცალი, თითოეული არაუმეტეს 32 კგ-სა.
- Business Class – 2 ცალი, თითოეული არაუმეტეს 32 კგ-სა.
რეგისტრაცია / Check-in
ონლაინ რეგისტრაცია
მგზავრებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ავიაკომპანიის ვებგვერდის მეშვეობით. ონლაინ რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში
მგზავრებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ აეროპორტის გამშვებ პუნქტებში. აეროპორტში რეგისტრაცია იხურება გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე, ამიტომ გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ დროულად გამოცხადდეთ აეროპორტში.