კოლაგენი სახის კანისთვის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცილაა, რომელიც დერმის სიმკვრივეს, ელასტიურობასა და უჯრედების რეგენერაციას განაპირობებს. მისი ყოველდღიური მიღება ბუნებრივ დანაკარგს ავსებს, ნაოჭების სიღრმეს ამცირებს, ჰიდრატაციას აუმჯობესებს და კანს ჯანსაღ, ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. ეს ყველაფერი მას თავის მოვლის რუტინაში ფუნდამენტურ კომპონენტად აქცევს.
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ კარგავს ადამიანის კანი იმ საოცარ ელასტიურობას, რომელიც ბავშვობაში ან თუნდაც, 20-25 წლის ასაკში ჰქონდა? – თქვენს კითხვას პასუხი ამ სტატიაში გაეცემა. ბოლო წლებში, თანამედროვე სამყაროში, კოლაგენი ძალიან პოპულარული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვა ყოველ ნაბიჯზე გვესმის – სილამაზის სალონებიდან დაწყებული, საკვები ობიექტებით დამთავრებული. ამას თავისი ახნა აქვს. ადამიანის სილამაზის „არქიტექტურა“ სწორედ ამ ცილაზე – კოლაგენზეა დამოკიდებული. როდესაც მისი მარაგი იკლებს, სარკეში პირველ ნაოჭებსა და მოშვებულ კანს ვხედავთ, რაც ბევრი ადამიანისთვის სერიოზული სტრესის მიზეზი ხდება.
რატომ არის კოლაგენი სახის კანისთვის აუცილებელი: ყოველდღიური გამოყენების მნიშვნელობა
აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი კოლაგენის გამომუშავების შენელებას, დაახლოებით, 25 წლიდან იწყებს. ეს პროცესი თავიდან თითქმის შეუმჩნეველია, თუმცა წლების მატებასთან ერთად, დეფიციტი სულ უფრო აშკარა ხდება. ყოველდღიური გამოყენება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კოლაგენი სახის კანისთვის მოქმედებს კუმულაციურად. სხვანაირად რომ ვთქვათ, შედეგი გროვდება და სტაბილურდება.
წარმოიდგინეთ თქვენი კანი, როგორც შენობა. კოლაგენი მისი საძირკველი და მზიდი კედლებია. თუ საძირკველს ყოველდღიურად არ გაამაგრებთ, ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა მხოლოდ დროებითი „კოსმეტიკური რემონტი“ იქნება. შიგნიდან მიღებული კოლაგენი კი ეხმარება ორგანიზმს, ახალი უჯრედების შესაქმნელად სამშენებლო მასალა მუდმივად ჰქონდეს.
შეუძლია თუ არა კოლაგენს კანის სტრუქტურის რეალურად გაუმჯობესება?
ბევრი სკეპტიკოსი სვამს კითხვას: რამდენად რეალურია ეს ეფექტი? მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ საკვები დანამატი – კოლაგენი სახის კანისთვის ეფექტური საშუალებაა. მას შეუძლია, რომ დერმის სტრუქტურა რეალურად შეცვალოს.
ჰიდროლიზებული კოლაგენის პეპტიდები სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევენ და ასტიმულირებენ ფიბრობლასტებს – უჯრედებს, რომლებიც საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე პასუხისმგებელნი არიან. ეს ნიშნავს, რომ კანი არა მხოლოდ გარედან ივსება, არამედ „სწავლობს“ თავად როგორ აღდგეს.
კოლაგენი ყველა ასაკში ეფექტურია?
ხშირად მიიჩნევენ, რომ კოლაგენზე ფიქრი მხოლოდ 40 წლის შემდეგაა საჭირო. სინამდვილეში, პრევენცია გაცილებით მარტივია, ვიდრე უკვე არსებული ღრმა ნაოჭების კორექცია. 25-30 წლის ასაკში კოლაგენი პირველი მიმიკური ნაოჭების შესაჩერებლადაა საჭირო. 45+ ასაკში ის კანის სიმკვრივის შესანარჩუნებლად და სახის კონტურის გამოსაკვეთად მთავარი იარაღი ხდება.
განსხვავდება თუ არა შედეგი კანის ტიპის მიხედვით
კოლაგენის ათვისების პროცესში კანის ტიპს – ცხიმიანი, მშრალი თუ კომბინირებული დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იმიტომ, რომ კოლაგენი შიგნიდან მოქმედებს.
თუმცა, მშრალი კანის მქონე ადამიანები შედეგს ხშირად უფრო სწრაფად ამჩნევენ, რადგან კოლაგენთან ერთად უმჯობესდება კანის უნარი, შეინარჩუნოს ტენიანობა. ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი კოლაგენი ფორების სტრუქტურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და მათ გაფართოებას ხელს უშლის.
რატომ არის ვიტაბიოტიქსი პერფექტილი კოლაგენი სანდო არჩევანი?
თუ საუკეთესო ფორმულას ეძებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ვიტაბიოტიქსი პერფექტილი კოლაგენი კანის ხსნარი გამორჩეული არჩევანია. მისი თხევადი ფორმა მაქსიმალურ ბიოშეღწევადობას უზრუნველყოფს. ორგანიზმი მას გაცილებით სწრაფად ითვისებს, ვიდრე აბებს.
ვიტაბიოტიქსი პერფექტილის მიღებით, კოლაგენი სახის კანისთვის მაქსიმალურად ეფექტურია. ვინაიდან, ის შეიცავს 7000 მგ პეპტანის ზღვის კოლაგენს, ჰიალურონის მჟავასა და ვიტამინების კომპლექსს. ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც კანს შიგნიდან კვებავს, იცავს ოქსიდაციური სტრესისგან და მას ახალგაზრდულ ბზინვარებას უბრუნებს.
ხშირად დასმული კითხვები
დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული კოლაგენის მიღება?
კოლაგენის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა ბევრი სპეციალისტის რეკომენდაციით, მის მიღება უმჯობესია დილით, უზმოზე ან ძილის წინ, რათა ორგანიზმმა აღდგენითი პროცესები მაქსიმალურად გამოიყენოს.
რომელი კოლაგენი ჯობია სახის კანისთვის?
სახის კანისთვის საუკეთესოა ზღვის (Marine) კოლაგენი, რადგან მისი მოლეკულური სტრუქტურა ყველაზე ახლოს არის ადამიანის კოლაგენთან და მაღალი შეწოვის უნარით ხასიათდება.
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კურსი?
თვალსაჩინო და ხანგრძლივი შედეგისთვის რეკომენდებულია 3-თვიანი უწყვეტი კურსი, რომლის გამეორებაც წელიწადში ორჯერ არის სასურველი.

